კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 25 ივლისს. მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ჩატარდება 27 ივლისს.

კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება  - 25 ივლისს.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ჩატარდება  -  27 ივლისს.

გამოცდაზე რეგისტრაცია  დაიწყება- 07:30 საათიდან

გამოცდა დაიწყება  - 08:30 საათზე

გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათმატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

  • საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
  • აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლისმიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის. 

 

გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:

  • მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურბოლოიანი საკითხი:

  • პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
  • ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.

  • ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურბოლოიანი საკითხი:

  • პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
  • მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
  • ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1

საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენ საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ

 

საკონკურსო პირობები

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 18  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-18   შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13   მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე  16  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2022-23 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2022-23 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე, როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე:

  • ონლაინ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება  20 ივლისამდე (რეგისტრაცია შეწყდება 19 ივლისს, 18:00 საათზე).
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა:  https://rb.gy/eca8i  
  • ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია შესაძლებელია 11:00 საათიდან  - 17:00 საათამდე, ასევე 20 ივლისამდე (რეგისტრაცის შეწყდება 19 ივლისს 17:00 საათზე).

 

გაითვალისწინეთ: იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, ასევე საღამოს სკოლის მოსწავლეებს, საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ. მათ დაარეგისტრირებს სკოლა.                                                   

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 

 


ზემოთ